ბათუმის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ბათუმთან, გვირაბთან მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
დაშავებულები სხვადასხვა ტრავმებით ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში მოათავსეს. მათ შორის, ერთ-ერთი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.