სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა დედაზე საუბრისას სცენაზე ცრემლები ვერ შეიკავა
სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თემურ გურჯისტანმა, სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას ემოცია ვერ შეიკავა და ატირდა.
მისი სიტყვები ემოციური აღმოჩნდა სპორტის სასახლეში მყოფებისთვისაც.
თემურ გურჯისტანმა გამოსვლისას წინაპრებზე, მათ ღვაწლზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის ვაჟი, ასევე, დედის პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილების პერიოდსაც შეეხო.
“ალბათ ამას პირველად გამოვხატავთ და არც კი ვიცი, დედაჩემმა თუ იცის იმის შესახებ, ახლა რასაც ვიტყვით – როდესაც მან ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა – 2006 წელს, ოჯახი ერთად ვეხვეწეთ, რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, იმიტომ რომ მისი ფიზიკური უსაფრთხოების გვეშინოდა, გვეშინოდა იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკა კიდევ საშიში იყო და ამ ხვეწნაზე დედაჩვენმა ერთი პასუხი გაგვცა: ბრძოლა იყო მისი ვალდებულება და პარიზში ჩამოსვლა სამშობლოს მიტოვება იქნებოდა, ეს სიტყვები დღემდე მახსოვს”, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა.
“დრო მოვიდა დაგითმოთ ჩვენი ძვირფასი დედა” – სალომე ზურაბისვილის ვაჟის ეს სიტყვები დამსწრე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა.
თეიმურაზ გურჯისტანს თავისი და, ქეთევანი ამხნევებდა, რომელიც სპორტის სასახლის სცენაზე მის გვერდით იდგა.