სოფელ ცაცხვთან შუახნის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
ზუგდიდის რაიონში, სოფელ ცაცხვში, თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჰოსპიტალის დირექტორის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტს ქალატვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურულიჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.