ირაკლი კობახიძე: როგორც ყოველთვის, “ნაცმოძრაობის” დაკვეთით შესრულებული კვლევა აცდენილია სიმართლეს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “რუსთავი2”-ის მიერ, გამოქვეყნებულ Edison Reaserch-ის კვლევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, როგორც ყოველთვის “ნაცმოძრაობის” დაკვეთით შესრულებული კვლევა აცდენილია სიმართლეს.
„დღეს საზოგადოებამ ორი კვლევის შედეგები მოისმინა. საზოგადოებას განსჯისთვის შეუძლია გამოიყენოს გასული წლების მონაცემები. ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთით შესრულებული კვლევები აცდენილი იყო სინამდვილეს, ამომრჩევლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსნებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „რუსთავი 2“-მა დღეს კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, გრიგოლ ვაშაძეს 23%, სალომე ზურაბიშვილს 21%, დავით ბაქრაძეს 10%, შალვა ნათელაშვილს კი 4% უჭერს მხარს.
პარტია „ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის შედეგებით კი, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს.