პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 30 პირი ციხეს დღესვე დატოვებს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 30 პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 27 პირს სასჯელი სხვადასხვა ფორმით შეუმცირდა.
როგორც პრეზიდენტის შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების კომისიამ 22-24 ოქტომბერს იმუშავა, სადაც 575 პირის საქმე განიხილეს, რის შედეგადაც დადებითი რეკომენდაციები პრეზიდენტს გადაეგზავნა.
მისივე ინფორმაციით, შეწყალებულთა სიაში 2 ქალბატონია. გარდა ამისა, ამავე სიაში არიან მსჯავრდებულები, რომლებმაც დანაშაული არასრულწლოვან ასაკში ჩაიდინეს.
როგორც ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიას დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე არ განუხილავს.
მისივე განმარტებით, შეწყალების კომისია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობას ჩეულ რეჟიმში აგრძელებს.