თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II, IV მიკრორიონების და მორეტის II შესახვევის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქართველიშვილის, საირმის, ცაგარელის, ვასო გოძიაშვილის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები