გრიგოლ ვაშაძე: არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ამ ხელიუსფლებისადმი არ მამოძრავებს

“არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ამ ხელისუფლებისადმი არ მამოძრავებს”, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ “პირველი არხის” გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, საქართველოს წამზომი ჩართულია და ქვეყანა სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას.
“სასაცილოა, რომ მე ვიღაცამ, რევანშისტობა დამაბრალოს, იმიტომ რომ მთელი ჩემი განვლილი გზა კომპრომისის ძებნაა, ეს ჩემი პროფესიის შემადგენელი ნაწილია, აქედან გამომდინარეობს, რომ არავითარი კავკასიური შურისძიების გრძნობა ამ ხელისუფლებისადმი არ მამოძრავებს. შეგიძლიათ აიღოთ ჩემი ინტერვიუები 2012 წლის 26 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენ დავტოვეთ კაბინეტები, 2016 წლის საპარალამენტო არჩევნებამდე, მანტრასავით ვიმეორებდი ერთ ფრაზას: “არ მიმიცია ხმა, არ მომწონს, მაგრამ ჩემი ხელისუფლებაც არის და ძალიან გამიხარდება, თუ იქნება რაიმე მიღწევა”. გავიდა 4 წელი, რაც მოპარეს ჩვენს შვილებსა და ჩვენს შვილიშვილებს და მთლიანად საქართველოს, ახლა დადგა მოქმედების დრო, იმიტომ რომ ჩვენ, როგორც ახლა ეს წამზომი მუშაობს, ოღონდ ორმაგი სისწრაფით მუშაობს საქართველოს წამზომი და სასწრაფოდ შველას საჭიროებს”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სამი კანდიდატი დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი “პირველი არხის” გადაცემაში “დებატები 2018”-ში მონაწილეობენ. გადაცემის ფორმატი რიგითობასა და წამზომის სისტემაზე მკაცრად არის მორგებული და თითოეულ კანდიდატს გამოსვლის საშუალება თანაბარ პირობებში ეძლევათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები