გრიგოლ ვაშაძე: სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე

სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში როგორც საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები იმართება.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძე განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა და არა “ქართული ოცნება”.
“სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს ამ ქვეყანაში. თუ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რაიმე შეკითხვა აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც “ქართული ოცნება”, არც “ქურდული ოცნება” და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი გადაწყვეტს, ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და მისცემს შეფასებას” , – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს საპრეზიდენტო კანდიდატების – სალომე ზურაბიშვილის, დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის დებატები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები