ქეთი დუმბაძე: მე ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ
„მე ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღე პასუხი გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ძალიან დიდ სიცრუეში და ძალიან უარყოფით აურაში ვცხოვრობთ”, – ასე აფასებს მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთი დუმბაძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
„რატომ არ შეიძლება, რომ დაჯდე და ადამიანს მშვიდად მოუსმინო, რომელიც მშვიდად ჰყვება ამბავს და განცდა გაქვს რომ ეს სიმართლეა და გჯერა მისი”,- აცხადებს ქეთი დუმბაძე.