კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, ძირითადად, დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე
„რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, ძირითადად, დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე და ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს არის სამწუხარო რეალობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, ძირითადად, დაფუძნებულია სიცრუეზე, სიძულვილზე და ამის არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა მედიაპლურალიზმი არის მნიშვნელოვანი, სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, განსხვავებით, იმ წლებისგან, როცა ეს შეზღუდული იყო. თუმცა არსებობს რაღაც ზღვარი. პირადი შეურაცხყოფები მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.