მარიამ ჯაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ძირითად თემას საქართველოს ხელისუფლებისმიერ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურისა და საკადრო რესურსის განვითარებაზე, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფაზე როგორც სკოლამდელი ასაკის ასევე, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე, სადაც გასათვალისწინებელი იქნება როგორც სახელმწიფო ინვესტიციები ასევე,საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებიდან შესაძლო დამატებითი რესურსების მობილიზაცია.
„საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება საგანმანათლებლო სისტემაში რეფორმების გატარების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. განათლება არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესიპრიორიტეტი. 2021 წლიდან იგეგმება მნიშვნელოვანი სახელმწიფო-საბიუჯეტო რესურსების ინვესტირება განათლების სისტემის რეფორმისთვის. ჩემთვის, როგორც განათლების მეცნიერებისა დაკულტურის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, უპირველესი პრიორიტეტია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაცია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ განათლების სისტემაში ის საკვანძორეფორმები, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, საკადრო რესურსის განვითარებას, ხარისხის გაუმჯობესებას განათლების ყველა საფეხურზე, იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისიფინანსური მხარდაჭერით, როგორც სახელმწიფო ასევე, საერთაშორისო დონორი და საფინანსო ინსტიტუტების მიერ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის როგორც ვაშინგტონის სათაო ოფისის ასევე, საქართველოში მუდმივიწარმომადგენელი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები