სოფელ იაკობაძეებში ადმინისტრაციული შენობა აშენდება

სოფელ იაკობაძეებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ორსართულიანი შენობის მშენებლობას, რომელშიც სხვადასხვა საჯარო შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის დარბაზი და სამუშაო ოთახები განთავსდება. პროექტის ღირებულება 198 456 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები