არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სეა“ დააფუძნა

  საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სეა” დააფუძნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „გურია NEWS” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, არჩილ კბილაშვილის არასამთავრობო ორგანიაზაცია „საქართველოს ევროპული არჩევანი“ ვაჟა-ფშაველას გამზირი 71-ში, შპს “აუდიო, ვიდეო დიზაინის” კუთვნილ ფართში განთავსდა. კბილაშვილი ამ შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.
“სეას” ძირითადი მიზანია საქართველოში ევროპულ ღირებულებეზე დამყარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განმტკიცება. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. იღვაწებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა-განმტკიცებისთვის. ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვას. იზრუნებს ბიზნესის სამართლებრივი რეგულაციების მოწესრიგებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობას დაამყარებს სახელმწიფო დაწესებულებეთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათებლო ცენტრებთან, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლებთან, რელიგიურ ორგანიზაცებთან. ასევე, თავის საქმიანობაში ჩართავს სამართლისა და ეკონომიკის დარგის სპეციალისტებს, გამოიყენებს მათ მიერ დაგროვილ ცოდნას და გამოცდილებას. თავს მოუყრის ინოვაციურ იდეებს, განახორციელებს კვლევით საქმიანობას, მოაწყობს სემინარებს, კონფერენციებს, შექმნის ორგანიზაციის ვებგვერდს და ორგანიზებას გაუკეთებს ბეჭდვით გამოცემებს”, –  ნათქვამია ორგანიზაციის წესდებაში.
შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტი გასული წლის ნოემბერში დატოვა და სამოქალაქო სექტორში გადასვლა დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები