“ჩერნოვეცკის” ფონდი და მაღაზიათა ქსელი Polaris Georgia მორიგ საქველმოქმედო აქციას იწყებს

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, “ჩერნოვეცკის” ფონდი და მაღაზიათა ქსელი Polaris Georgia მორიგ საქველმოქმედო აქციას ატარებს. „გლდანი მოლის“ ფილიალში ფონდის საქველმოქმედო ყუთი დაიდგმება.
“თითოეულ მომხმარებელს შეეძლოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მეორადი ტანსაცმელი გაიღოს. ტანსაცმელი, რომელიც მათ თავად არ სჭირდებათ, ხოლო უამრავ შეჭირვებულ ადამიანს ძალიან გაახარებს”,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მომხმარებელი, რომელიც “ჩერნოვეცკის” ფონდის ბენეფიციარებს დაეხმარება, ახალ კოლექციაზე 20%–იან ფასდაკლებას მიიღებს.
მიმდინარე წელს, “ჩერნოვეცკის” ფონდმა და ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელმა „პოლარისი“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია უკვე გამართა.
„პოლარისის” სავაჭრო ქსელის 5 მაღაზიაში თბილისსა და ბათუმში დაიდგა სპეციალური კონტეინერები, რომელშიც მომხმარებლები ფონდის ბენეფიციარებისთვის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს აწყობდნენ. აქციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ასობით ადამიანმა შესწირა “ჩერნოვეცკის” ფონდს არამარტო მეორადი, არამედ სრულიად ახალი ტანსაცმელიც”,- აცხადებენ ფონდში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები