სალომე ზურაბიშვილმა სატელევიზიო რეკლამაზე მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 3-16 ოქტომბრის პერიოდში სატელევიზიო რეკლამაზე თანხა მხოლოდ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დახარჯა.
სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო პერიოდის დეკლარაციის თანახმად, ზურაბიშვილის კამპანიის მთლიანმა სარეკლამო ხარჯმა 1 929 613 ლარი შეადგინა. აქედან სატელევიზიო რეკლამაზე 1 186 207 ლარი მოდის.
ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი თანხა (615 662 ლარი) ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განთავსებულ რეკლამაში დახარჯა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პოლიტიკური რეკლამა ზურაბიშვილს 215 ათასი ლარი დაუჯდა.
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განთავსებული რეკლამის ხარჯმა 191 ათასი ლარი შეადგინა. დანარჩენი თანხა რეგიონულ ტელემაუწყებლებზე მოდის.
ტელეეთერში ზურაბიშვილის ფასიანი პოლიტიკური რეკლამა სწორედ საანგარიშო პერიოდში გამოჩნდა.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე სატელევიზიო რეკლამაზე თანხა (200 ათასი ლარი) მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები