იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

26 ოქტომბერს, 18:00 საათზე,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია 2017 წელს დაარსდა და მისი მიზანია საბავშვო და საყმაწვილო მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ 2017 წელს საქართველოში გამოცემულ წიგნებს, პიესებს და ინოვაციურ საბავშვო პროექტებს.
წელს პრემია მეორედ გაიცემა.
პრემიის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები