საქართველოში, სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით, სატელეფონო მომსახურების პირველი ცენტრი ამოქმედდა

ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“, სკოლის მოსწავლეთა მშობლების ხელშეწყობის მიზნით, სატელეფონო მომსახურების ცენტრი აამოქმედა.
როგორც “კვირას” არასამთავრობო ორგანიზაციიდან “მშობლები განათლებისთვის” აცნობეს, ტელეფონის ნომერზე – 219 60 80 დარეკვის შემთხვევაში, მშობელი კონსულტაციას ნებისმიერ სასკოლო საკითხზე მიიღებს, რაც მას და მის შვილს ეხება. კერძოდ, რა ვალდებულებები და უფლებები აქვს სკოლას, მასწავლებელსა და მშობელს ბავშვის განათლების საკითხში; როგორ ითანამშრომლოს მშობელმა სკოლასთან; რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც სახეზეა ბავშვზე ძალადობის პრობლემა და ვის ეხება მისი მოგვარება; როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ სწავლების ფორმა ან სასწავლო პროცესში დაფიქსირებული ღირებულებები არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს; აქვს თუ არა მშობელს სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება; გასაჩივრების რა შიდა და გარე მექანიზმები არსებობს; როგორ მოიქცეს მშობელი თუ ირღვევა ზოგადი განათლების შესახებ კანონი.
განათლების საკითხებზე და მშობლის ინფორმირებაზე ორიენტირებული სატელეფონო მომსახურების ცენტრის ამოქმედება საქართველოში პირველი პრეცედენტია. ცენტრი კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ მხარდაჭერით ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები