ლაბორატორიის სპეციალისტებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები საერთაშორისო ექსპერტების სწავლებას გადიან. ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, რომელიც მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკას ეხება.
შეხვედრა კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთი ამბასადორში“, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარდა.
პროექტი „მცენარეთა მავნე ორგანიზმების მონიტორინგისა და პროგნოზის ეროვნული სისტემის შექმნის მხარდაჭერის“ ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანია ეკონომიური მნიშვნელობის მქონე მცენარეთა მავნე ორგანიზმების განსაზღვრის კრიტერიუმების ჩამოყალიბება.
შეხვედრაზე მავნე ორგანიზმების მონიტორინგის გამოცდილების მქონე სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარებს. მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები