არჩილ თალაკვაძე: ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა, ერთად გავაგრძელოთ ისტორია

ოზურგეთში 172 წლის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მემორიალური შენობის რეკონსტრუქცია და მშენებლობა იწყება, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვა სახელოვანი მამულიშვილები სწავლობდნენ.
მემორიალურ შენობაში ინოვაციების ცენტრი განთავსდება. პროექტის ფარგლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სკოლის მწვანე პარკის აღდგენა-განვითარება იგეგმება.
პროექტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ესაუბრა.
“ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს სკოლა. თუ გვექნება თანამედროვე სკოლები, გვექნება თანამედროვე სახელმწიფო. ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა! ერთად გავაგრძელოთ ისტორია! თქვენი სახელით მინდა მადლობა გადავცე პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს და განათლების სამინისტროს – პროექტის დაწყება პირველ რიგში მისი დამსახურებაა!”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სკოლის მშენებლობა სავარაუდოდ 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები