თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქერჩისა და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, დროებით შეუწყდება საბურთალოს რაიონში: ალექსიძის, კარტოზიას და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა ახალდაბის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თორნიკე ერისთავის ქუჩის მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები