სოფიო ახობაძე: ავტოპარკის განახლება-ტექდათვალიერების გამკაცრება და კარბონეიტრალური ავტოპარკის მოწყობა დაეხმარება ქალაქს სუფთა ჰაერის კუთხით

„მწვანე ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია ის რაც გაჟღერდა, რომ თბილისისთვის არსებობს ტრანსპორტის განვითარების მასტერპლანი და ელექტორმანქანების რაოდენობის გაზრდის პრიორიტეტიზაცია – ყველა ეს საკითხი დროული და აუცილებელია ქალაქის ეკოლოგიურად გაჯანსაღებისთვის”, – განაცხადა კავკასიაში რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ახობაძემ.
გარემოსდამცველი მიიჩნევს, რომ ელექტრომანქანებისთვის შეღავათიანი საბაჟო გადასახადი და პარკინგის ადგილების მოწყობა ხელს ხელს შეუწყობს ელექტრომანქანების რაოდენობის გაზრდას ქალაქში.
ახობაძე აქცენტს მიწისზედა მეტროს მშენებლობაზე აკეთებს და ამბობს,რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობის საკითხი თბილისს მისცემს როგორც მინიმუმ ჰაერის დაბინძურების შემცირებას . „ავტოპარკის განახლება-ტექდათვალიერების გამკაცრება და სუფთა კარბონეიტრალური ავტოპარკის მოწყობა დაეხმარება ქალაქს სუფთა ჰაერის კუთხით, თუმცა პრობლემა არ არის მხოლოდ დატენვის წერტილების მოწყობა დედაქალაქში, თბილისში არ არსებობს სწრაფდამტენი და ბიზნესისთვის ეს ხელისშემშლელია,ვისაც 4-5 საათი სჭირდება დატენვისთვის, ასეთ შემთხვევაში ტაქსებათ მსგავსი მანქანების გამოყენება პრობლემური იქნება. “- ამბობს სოფიო ახობაძე და პროექტის ავტორებს ამ პრობლემის მოგვარების გზების მოძიებასაც ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები