ნინო გოგუაძე: თბილისის ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები არის გააზრებული, დროში გაწერილი და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი

თბილისის მთავრობას აქვს გააზრებული გეგმა, როგორ გავხადოთ თბილისი ეკოლოგიურად ჯანსაღი ქალაქი და როგორ დავუახლოვოთ თბილისის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის ფუნქციონირება ევროპულ, მაღალი დონის სტანდარტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ დღეს წარმოდგენილი ინიციატივები დადებითად შეაფასა.
„დედაქალაქის მერს და თბილისის მთავრობას აქვს გააზრებული, დათვლილი, დროში გაწერილი გეგმა, როგორ გავხადოთ თბილისი ეკოლოგიურად ჯანსაღი ქალაქი და როგორ დავუახლოვოთ თბილისის საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის ფუნქციონირება ევროპულ, მაღალი დონის სტანდარტს. ამ საკითხებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ და ამ წლების მანძილზე სულ იყო მცდელობა ამ პრობლემების მოგვარების, თუმცა ეკოლოგიური და სატრანსპორტო სისტემის გამართვის ასეთი სისტემური ხედვა არ ყოფილა. ყველა ინიციატივა, რომელიც დღეს მერმა წარმოადგინა, მათ შორის 8 ახალი მეტროსადგურის გამართვა, მიწისზედა მეტროს მშენებლობა, ტაქსების სისტემის გაუმჯობესება, ელექტრომობილების მოხმარების წახალისება, დიდ იმედს გვიქმნის, რომ ყოველდღიურად დავინახავთ უკეთესობისკენ ცვლილებებს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა, კახი კალაძემ ქალაქის ტრანსპორტის გამართვის მიმართულებით, ქალაქში დაგეგმილ რეფორმებზე პრეზენტაცია გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები