ორთაჭალაში გამოძახების ადგილზე მისულ მეხანძრეებს ხანძრის ნაცვლად, მწვადი დახვდათ

ორთაჭალიდან 112-ში შესული შეტყობინება, ძლიერი დაკვამლიანების შესახებ მცდარი აღმოჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, გორგასლის ქუჩაზე, 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა, მათ შორის სახანძრო კიბით იყვნენ მობილიზებული.
თუმცა, მე-8 სართულზე, სადაც სავარაუდო “ცეცხლის კერა” უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი მცხოვრები მწვადს წვავდა. მასპინძელმა მეხანძრეები მწვადზე მიიპატიჟა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები