მაკა ქიმერიძე: მიწისზედა მეტროს მშენებლობა ძალიან ნოვატორული პროექტია

„ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობამ მწვანე ეკონომიკა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ორქისი“-ს დირექტორმა, გარემოსდამცველმა მაკა ქიმერიძემ განაცხადა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობამ მწვანე ეკონომიკა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა. თბილისის შემოვლითი გზის პროექტი იმ სახით, როგორც იყო არ განხორციელდება, დღეს წარმოდგენილი პროექტი გულისხმობს ღია მეტროს მშენებლობას, 8 სადგურის მშენებლობას ეტაპობრივად ისე, რომ ქალაქის შედარებით მოშორებული უბნები მიწისზედა მეტროთი იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. ჩემი აზრით, ეს ძალიან ნოვატორული პროექტია, ევროპის წამყვან ქვეყნებში ასეთი ტრანსპორტით ხდება მოშორებული უბნების ერთმანეთთან დაკავშირება და ზოგადად კონცეფცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უფრო სუფთა, ავტობუსის ხაზების პრიორიტეტულობა სამოძრაო გზებზე, არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი,“ – განაცხადა მაკა ქიმერიძემ.
მისივე თქმით, ეს მოდელი ამცირებს გარემოსდაცვით რისკებს, ეკოლოგიურ პრობლემებს და ამავე დროს, მიზნად ისახავს სწრაფ განვითარებას და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას.
,,თავის მხრივ, მწვანე ეკონომიკა მოიცავს ექვს მთავარ სექტორს, განახლებითი ენერგია, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, ე.წ მწვანე შენობების მშენებლობა, რესურსების სწორი მართვა. ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გულისხმობს მონიტორინგის და შეფასების პროცედურებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში. დღეს ჩვენ მწვანე ტრანსპორტის კონცეფცია მოვისმინეთ, რასაც მივესალმები და ძალიან პოზიტიური კონტექსტია ეს ჩემთვის, ასევე ახალი ავტობუსების ჩამოყვანა და ავტოპარკის განახლება, ყველაფერი ეს, ზოგადად, ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ქიმერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები