მესტიაში, ლეხთაგში, მაჩუბის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

2018 წელს მესტიაში, ლეხთაგში, სელას ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, მაჩუბის სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.
გაიწმინდა ნაგებობა გარშემო და ინტერიერში მიწისა და ჩახერხილობისგან, გადაეწყო მორყეული საპირე წყობის ქვები და აღდგა ძველი ქვის 30%-ის გამოყენებით, მოეწყო რკინა-ბეტონის ფარული სარტყელი, აღდგა კედლის საპირე წყობებს შორის შემავსებელი, კირის დუღაბით.
სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული 4 წლის განმავლობაში, უკვე აღდგა 80-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.
არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
სამუშაოები  შპს „თაუერს+“-მა შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები