არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის

„ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვახტანგ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ხსნიან საკუთარ კანდიდატურას და არჩევნებში მხარს კახა კუკავას უჭერენ.
მათივე განცხადებით, არჩევნების შემდეგ, ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით, დაგეგმილია კოალიციის შექმნა.
რამდენიმე დღით ადრე, „თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა „ხალხის პარტიის” ლიდერმა, ალექსი კობაიძემაც გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები