საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

,,საღამოზე კინორეჟისორმა მის განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. ნაჩვენები იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის“ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შესულია ნაწყვეტები მერაბ კოკოჩაშვილის ფილმებიდან “მიხა“, “მწვერვალი“, “დიდი მწვანე ველი“, “ცხელი ზაფხულის 3 დღე“, “ტერცო მონდო“. ასევე, წარმოდგენილი იყო კინორეჟისორის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდის ამსახველი იშვიათი ფოტოები და მისი წინაპრების ფოტოარქივი.

საიუბილეო საღამოს უძღვებოდა მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელმაც მისი პირველი კინოროლი მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში “ცხელი ზაფხულის 3 დღე“ შეასრულა.

საღამოს რეჟისორი და ორგანიზატორი იყო კინოსტუდია “ქართული ფილმი“ და სტუდიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ხათუნა ხუნდაძე.

2025 წელი “ქართულმა ფილმმა“ მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა.
21 მარტს, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა, ხოლო უკვდავთა თაღში კინორეჟისორმა და პედაგოგმა საკუთარი ხელის ანაბეჭდი დატოვა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს გამომცემლობა “ბაკმი” მერაბ კოკოჩაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები