ირაკლი ღარიბაშვილი: რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები – ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს

,,რა მინდა სხვაგან, რატომ უნდა წავიდე”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რჩება თუ არა ის საქართველოში.

მისი თქმით, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ განიხილავს.

„რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს, არცერთ ქვეყანაში ცხოვრებას არ განვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრება ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა, მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად და რომელ თანამდებობაზე იქნება. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიოცნებებ, ვიშრომებ, ჩემს პატარა წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები