ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით შესაძლო დაბრუნებაზე: ეს არის ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია

“ვის უნდა დავუპირისპირდე? მსგავსი არაფერი განიხილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით შესაძლო დაბრუნების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

„ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაციები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები