2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 133.6 ათასი ტონით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოებამ 620.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 133.6 ათასი ტონით (27.4%) მეტია.
მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად ყურძნის, ვაშლის, ატმისა და ვაშლატამას წარმოების გაზრდამ განაპირობა. 2024 წელს ყურძნის წარმოება – 100.8 ათასი ტონით (45.7%), ვაშლის – 26.3 ათასი ტონით (52.2%), ატმისა და ვაშლატამის – 10.4 ათასი ტონით (35.4%) გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სხვა მრავალწლოვანი კულტურებშიც, მათ შორის მნიშვნელოვანი მატებაა თხილის, მსხლის, კენკროვანი ხილისა და სხვა კულტურების წარმოებაში. თხილის წარმოება – 17.1%-ით (6.3 ათასი ტონა), მსხლის – 20.2%-ით (1.9 ათასი ტონა) და კენკროვანი ხილის – 32.8%-ით (1.9 ათასი ტონა) გაიზარდა.