ირაკლი ღარიბაშვილი: წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება

“წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება – შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, ის რჩება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ერთგულ მხარდამჭერად.

“გითხარით, რომ პოლიტიკაში არ ვრჩები. ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული ჯარისკაცი. დღეს გადავწყვიტე, რომ გავიდე პოლიტიკიდან, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება – შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს, წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ, დაველოდოთ, მივყვეთ ცხოვრებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკიდან და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები