“საოკუპაციო ხაზი უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები, რასაც სჭირდება ჭკუა, დიპლომატია, მაგრამ პირველ რიგში, ადამიანების გაერთიანება”

“უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ეს ქვეყანა”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ნაძალადევში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის გაერთიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრს არ ეგონა, თუ ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდებოდა.
„მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება. ბევრს ისიც არ ეგონა, თუ დადგებოდა დღე და ორად გაყოფილი გერმანია გაერთიანდებოდა, ევროპის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა. უნდა დავინახოთ, განვსაზღვროთ, სად არის ჩვენი მომავალი, როგორ გავამთლიანოთ ქვეყანა. საოკუპაციო ხაზი, რომელიც შუაში გვყოფს, უნდა მოვშალოთ და დავიბრუნოთ ნამდვილი საზღვრები, ამას კი სჭირდება ჭკუა, დიპლომატია და გამოცდილების გამოყენება, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი, ადამიანების გაერთიანება სჭირდება”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები