სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყნის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი

“ქვეყნის გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ქვეყნის შიგნით კი თქვენი გამაერთიანებელი”, – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საბურთალოს მოსახლეობას მიმართა.
მისი თქმით, ამის მიღწევა მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.
„ჩვენ, რაც ვართ, ამას ვაჩვენებთ მსოფლიოს. რაც არ უნდა რთული ჩანდეს, გარეთ მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი, ხოლო ქვეყნის შიგნით – თქვენი გამაერთიანებელი. ეს უნდა მოხდეს თქვენთან ერთად, იმიტომ, რომ ამას მარტო ვერ შევძლებ. თუ არ ვიქნებით გაერთიანებული ყველანი ერთად, თუ არ ვიქნებით კავშირში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენ გველოდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ამას ვერ შევძლებთ. მათი ენა, კულტურა ჩვენ უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ დღეს სხვა არავინ არ იცავს მათ. ხვალ ვიქნებით გამთლიანებული და მათთან ერთად გაერთიანებული. ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე გთავაზობთ, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, ყველანი ერთად – პატარები, დიდები, ხანში შესულები”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები