გრიგოლ ვაშაძე: ჩემი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შურისძიება და დაპირისპირება შეწყდება

გაერთიანებული ოპოზიციის – “ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი მარტვილში მოსახლეობას შეხვდა. როგორც გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შურისძიება და დაპირისპირება შეწყდება.
„ჩვენ, 28 ოქტომბერს, არჩევნები მოგებული გვაქვს, რა ყალბი ციფრებიც არ უნდა აქვეყნოს “ქართულმა ოცნებამ”. მთავრია, რომ ჩვენ ეს გამარჯვება დავიცვათ არა გაერთიანებული ოპოზიციისთვის, არამედ საქართველოს მომავლისთვის, იმიტომ, რომ 28 ოქტომბერი არის რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ჩემი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შურისძიება და დაპირისპირება შეწყდება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მარტვილში, გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც იმყოფებოდა. მან მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები