„აკაკი წერეთელმა რომ იცოდეს, ვინ ითამაშა ბაში – აჩუკი, საფლავში გადატრიალდებოდა!“
ქალაქის სასასამართლოს ყოფილი მდივანი ზოია ქველიაშვილი ოთარ კობერიძის საქმეზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს. მისი თქმით, სისტემაში დღემდე მუშაობენ პირები, რომლებიც ამ საქმეზე არ საუბრობენ.
„მაგ წლებში, როცა ეგ პროცესი გაიმართა, ქალაქის სასამართლოში მდივან-მემანქანედ ვმუშაობდი და ძალიან ახალგაზრდა ვიყავი… სასამართლო პროცესიდან, რა თქმა უნდა, უშუალოდ ოთარ კობერიძის საქმე ამოიღეს, რადგან ქალაქს რამდენადაც სძულდა ოთარ კობერიძე, იმდენად უყვარდა მისი მეუღლე, ქალბატონი ლია ელიავა…
27 გოგონას ჩაუტარდა სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზა და 27-მა გოგონამ ჩვენება მისცა გარყვნილებაზე. ასეთი საქმე ძალიან რთული დასაშლელია… მე რა მიკვირს, იცით? გუშინდელი იურისტების და სასამართლოს თანამშრომლები დღესაც ამ სისტემაში მუშაობენ და ხმას რატომ არ იღებენ? მაგალითად, გავიხსენებ ბატონ ნუგზარ ამირიძეს… ალეკო ალადაშვილს… რატომ არიან გაჩუმებულნი ოთარ კობერიძის ასაკის მსახიობები, ნამდვილი კაცები, რომლებმაც ყველაფერი ზედმიწევნით იციან? მაგალითად, ბატონი თენგიზ არჩვაძე, რომელიც უწესიერესი კაცია და ძალიან გვიყვარს. საქართველოში ლეგენდა კაცია ბატონი რეზო ჩხეიძე და არ არსებობს, ბატონმა რეზომ ამის შესახებ არ იცოდეს… კობერიძის საქმე დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოფიციალურად მას ასე ერქვა: „ანთაძესა და სხვა პირთა საქმე“, მაგრამ მერე „სხვათა პირთა“ მოაშორეს და დატოვეს მხოლოდ „ანთაძის საქმე“. სინამდვილეში ეს იყო „ოთარ კობერიძის საქმე“. აკაკი წერეთელმა რომ იცოდეს, ვინ ითამაშა ბაში – აჩუკი, საფლავში გადატრიალდებოდა! ხოლო ცოცხალი რომ იყოს – თავს მოიკლავდა ოთარ კობერიძის შემყურე!“,- განაცხადა ქველიაშვილმა „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.