ჭიდაობაში ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომით, ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა.
ტურნირი ჭიდაობის ფედერაციის ცენტრალურ ბაზაზე ჩატარდა, სადაც ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სახელობის ქ.თბილისის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის 22 კგ წონით კატეგორიაში შედგა.
გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები, მედლები და სიგელები, უწყების ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სოსო კობეშავიძემ, მსოფლიო ჩემპიონებმა ვეტერან მოჭიდავეთა შორის, ზურაბ ჯაფარიძემ, გივი ქენქაძემ და ვეტერანებმა შაქრო ხურციძემ, ემზარ ქვარიანმა და ვალერი კუპატაძემ გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები