ბოტანიკური ბაღი ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას უმასპინძლებს

24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ჩაის ცერემონიას და იაპონური კალიგრაფიის ჩვენებას მასპინძლობს, რომელიც იაპონურ ბაღში შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  ჩაის ცერემონიას გაუძღვება ოსტატი ნაოკო მაცუდაირა, ხოლო კალიგრაფიის ჩვენებას ლუკას აკემი მოაწყობს.
იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს ტოკუგავასა და სხვა ოსტატების კულტურულ ღონისძიებათა ციკლს. პროექტის სპონსორები არიან „სილქნეტი“, „ტოიოტა კავკასია“, JTI და „თი-ბი-სი ბანკი“.
სწორედ ზემოთ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში შედგება ჩაის ცერემონია და იაპონური კალიგრაფიის ჩვენების დღე ბოტანიკურ ბაღში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები