შვეიცარიის კინოფესტივალზე საქართველო ფოკუს-ქვეყანა იქნება
წელს, შვეიცარიის კინოფესტივალზე Internationale Kurzfilmtage Winterthur, საქართველო ფოკუს- ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. 6-11 ნოემბერს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ქართული ფილმების რეტროსპექტივა 2 პროგრამაში – Recording Georgia და Impressions from Home იქნება ნაჩვენები.
ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი შემდეგ მოკლემეტრაჟიან ქართულ ფილმებს ნახავს:
1. „აპრილის სუსხი“;
2. „დადუმებულები“;
3. „ლეთა“;
4. „მამა“;
5. „სამი საფეხური“;
6. „ანასირმას სახარება“;
7. “სოციუმის პატიმარი“;
8. „აპოლო ჯავახეთი“;
9. „ცურვა“;
10. „აღმაშენებლის საქართველო“;
11. „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა“.
რატი წითელაძის ფილმი „სოციუმის პატიმარი“ ფესტივალის საერთაშორისო კონკურსშიც მონაწილეობს.
პროგრამაში Georgian Rebels წარმოდგენილი იქნება 60 – 70-იანი წლების ქართული კინო – „ალავერდობა“, „ქოლგა“. „აპრილი“.