თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, მუსიკისმცოდნე გულბათ ტორაძე გარდაიცვალა

90 წლის ასაკში  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, გულბათ ტორაძე გარდაიცვალა.
1953 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1976წ. მუსიკის ისტორიის კათედრის გამგედ, 1952-53წწ. საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის პედაგოგად.
1953 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და კრიტიკულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას, 1973-1976წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის მუსიკის სექციის თავმჯდომარე.
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენითა და „ხელოვნების ქურუმით“.
მრავალი მნიშვნელოვანი გამოკვლევა და წიგნი გამოიცა მისი ავტორობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები