„საჩხერლობა-2018“ გაიმართება

20 ოქტომბერს „საჩხერლობა -2018“ გაიმართება. როგორც „კვირას“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღის განმავლობაში მრავალი ღონისძიება იგეგმება. მათ შორის, ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის მემორიალის გახსნა, სხვადასხვა სპორტული თამაშობა და ჩემპიონატი, საბავშვო-გასართობი ატრაქციონი, შემოქმედებითი კუთხეები, წარმოდგენები…

პრ ო გ რ ა მ ა

14:00 ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის მემორიალის გახსნა;
14:30 საჩხერის რკინიგზის სადგურის მოედანი –
• აკაკი წერეთლის ძეგლის პატივგება;
• შემოდგომის ზეიმი საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით;
• ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება;
• იმერული ღვინის გამოფენა – გაყიდვა;
• ლუდის ფესტივალი;
• ადგილობრივი სოფლის ნობათის გამოფენა – გაყიდვა;

• სამოყვარულო სპორტული თამაშობები (ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი)
• ღია პირველობა ქართული ჭიდაობაში „ბაში – აჩუკის“ თასზე;
• საფეხბურთო შოუ „ჩიხურა “ -80;
• ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზი – „მომავალი ჩემპიონები ფიცარნაგზე“;

• შემოქმედებითი კუთხეები, გამოფენები:
• ნორჩი მხატვრების, რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენები, ფოტო -გამოფენა;
• მუზეუმების გამოფენა;
• ყვავილების გამოფენა – გაყიდვა;
• სამხედრო სამაშველო ტექნიკის გამოფენა;

• პერფორმანსი „ძველი საჩხერე“;
• ტურისტული აქცია – „აღმოაჩინე საჩხერე“;
• საბავშვო – გასართობი ატრაქციონები;
• ნიღბების თეატრი, კოსტიუმირებული შოუ;
• ცოცხალი ქანდაკებები, ანიმატორები.

15:30 ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი;
17:00 საზეიმო დასკვნითი კონცერტი პოპულარული ქართველი მომღერლების მონაწილეობით;
• საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონიალი;
• საზეიმო ფოიერვერკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები