„მარტო რომ არ ყოფილიყო, რომელიმე ჩვენგანი რომ ვხლებოდით თან, მაინც ესროდნენ?!“
17 ოქტომბერი გურამ შარაძის დაბადების დღეა. ამ დღეს ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე იხსენებს სოციალურ ქსელში და იქვე კითხულობს, „მარტო რომ არ ყოფილიყო, რომელიმე ჩვენგანი რომ ვხლებოდით თან, მაინც ესროდნენ?!“
რუსუდან კობახიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„2018 წლის 17 ოქტომბერს, ბატონი გურამ შარაძის დაბადების დღეა! 78 წლის გახდებოდა… 11 წელია უჩვეულოდ ვულოცავთ ამ დღეს… საფლავს შევუმკობთ ყვავილებით, სანთლებს დავუნთებთ, გავიხსენებთ, შესანდობარს ვიტყვით… საღამოს 8 საათზე კი მკვლელობის ადგილზე ვიკრიბებით და 2007 წლის 20 მაისის საღამოს ვუბრუნდებით… ერთი კითხვა მიტრიალებს მუდამ თავში… მარტო რომ არ ყოფილიყო, რომელიმე ჩვენგანი რომ ვხლებოდით თან, მაინც ესროდნენ?!
რუსუდანი თბილისში არ არის და ვერ მიეახლება ხვალ მამის საფლავს. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსუდანს სამშობლოში ჩამოსვლის უფლება მიეცა.
ხვალაც შევიკრიბებით ვერის სასაფლაოზე, 14.00 საათზე, საღამოს კი – 20.00 საათზე, ვერაზე, მკვლელობის ადგილზე მივაგებთ პატივს ბატონი გურამის ხსოვნას.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მონა ღვთისა გურამის სულს. ამინ“, – წერს რუსუდან კობახიძე.