ტრანსსექსუალი მაცაცო: ლადო ბედუკაძემ გამაუპატიურა და „აივ-ინფექცია“ გადამდო
ლადო ბედუკაძემ ჩემზე ძალა იხმარა და გამაუპატიურა. ამის შემდეგ ავიკიდე „აივ-ინფექცია“, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ქართველი ტრანსსექსუალი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე მაცაცო აცხადებს.
მაცაცოს მტკიცებით, გლდანის მერვე დაწესებულებაში შიდსის წყარო სწორედ ლადო ბედუკაძე იყო, რის გამოც მას ძმები ახალაიები მოსაკლავად დასდევდნენ.
„მე ვიყავი ერთ-ერთი “ენჯეოს“ ხელმძღვანელი და 100 ათასი ამერიკული დოლარი მოვიპარე. ამის გამო 17 წლის ბავშვი გამიშვეს ციხეში 5 წლის ვადით. “მალალეტკებში“ 2010“ წელს ციხეში გავრცელდა შიდსის ეპიდემია, დაიწყეს ძიება, საიდან მოხვდა “მალალეტკაში“ ეს ეპიდემია და ვინ იყო წყარო. მინდა გითხრათ, რომ დიდი ხანი არკვევდნენ ამ ინფორმაციას და აღმოჩნდა, რომ გლდანის მერვე დაწესებულებაში შიდსის წყარო იყო ლადო ბედუკაძე.
მაშინ ორივე ძმა ახალაიები ბედუკაძეს მოსაკლავად დასდევდნენ. ერთ-ერთი ადამიანის ჩარევით, ეს იყო გაგა მკურნალიძე, ლადო ბედუკაძე სიკვდილს გადაურჩა. ამას პირდაპირ გეუბნებით. გაგა მკურნალიძე, ოლეგ ფაცაცია და ლადო ბედუკაძე ძალიან მაგარი მეგობრები იყვნენ. შემდეგ ლადო ბედუკაძე მოაშორეს “მალალეტკების“ განყოფილებას და გადაიყვანეს სამორიგეოში. ამის შემდეგ რა ხდება… როდესაც მე მიმიყვანეს 2010-11 წელს, ლადო ბედუკაძემ ჩემზე ძალა იხმარა და გამაუპატიურა. ამის შემდეგ ავიკიდე “აივ-ინფექცია“. მას ჰქონდა სექსუალური კავშირი, აბსოლუტურად ყველასთან, ვინც ე.წ. საქათმეში იჯდა და ვინც მოეწონებოდა, ახალგაზრდა ბავშვებსაც აფუჭებდა ყველას, ამას ადსტურებენ ისინი, ვინც ჩემთან ერთად ისხდნენ ციხეში“,-აცხადებს მაცაცო.
„კვირა“ კომენტარისთვის თავად ციხის სკანდალური კადრების ავტორს ლადო ბედუკაძეს დაუკავშირდა. ბედუკაძე აბსურდს უწოდებს მაცაცოს მონაყოლს და აცხადებს, რომ “მსგავს სისულელეებზე“ კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
“ჟურნალისტებმა სკანდალისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრონ. ამაზრზენია ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში მორალურ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებ”, – განაცხადა “კვირასთან” ლადო ბედუკაძემ.