სოფო კილაძე: წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ შანტაჟი მიმდინარეობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მთავარი პროკურატურის მიერ ჩანაწერების გასაჯაროებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, საზოგადოებას აინტერესებს ამის უკან რა დგას, ამიტომ ყველა კითხვას გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.
„გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. ის ადამიანები უნდა დაისაჯონ, ვინც ასეთ სისაძაგლეებს აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება. დანაშაულის ნიშნები სახეზეა, საზოგადოებას აინტერესებს, ამ ყველაფრის უკან რა დგას. ყველა კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, ხალხმა უნდა დაინახოს, ამ ყველაფრის უკან ვინ და რატომ იდგა. წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ შანტაჟი მიმდინარეობს”, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე ი.პ -სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამი ფარული ჩანაწერიდან 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც გაასაჯაროვა, რომელზეც, სავარაუდოდ, კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. მათივე ინფორმაციით, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე, მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, სპეციალურ საექსპერტო კვლევას მოითხოვს, რაც უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები