„უცნობი ძველი აჭარა“ – სულხან სალაძის წიგნის წარდგენა გაიმართება
19 ოქტომბერს, 19:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, სულხან სალაძის წიგნის – „უცნობი ძველი აჭარის“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოსცა 2018 წლის სექტემბერში. ეს გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული მესამე წიგნია „ბათომის“ და მოგზაურობა ძველ ბათუმში“ შემდეგ.
„უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იანი წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.
დასწრება თავისუფალია.