ამირან სალუქვაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებებზე: აბდაუბდა პრესკონფერენცია

აბდაუბდა პრესკონფერენცია – ასე აფასებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს.
შესაბამის პოსტს სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“აბდაუბდა პრესკონფერენცია.
რა მთავრობის სხდომა, ორი კვირა დარჩა?! აქამდე არ გითათბირიათ და რაღა დროსია, ან რაზე უნდა ითათბიროთ?!
უშიშროების საბჭოს მოწვევის უფლება აღარ აქვს?
ჩანაწერებზე არ ვრეაგირებო და დასკვნები ჩანაწერებიდან გამომდინარე გააჟღერა.
თუ არ რეაგირებთ, მაშინ გაატარეთ და ნურც სხვისი სიცილი გიკვირთ, თუ დასკვნები გამოგაქვთ, ე.ი. რეაგირებთ.
ჯარი რა შუაში იყო, რომ დამოძღვრა, სამშობლო დაიცავითო, ვერ გავიგე. რაიმე კავშირში იყო ჩანაწერებთან?
ბევრი ნარკოდამნაშავე შევიწყალეო, მაგრამ არ დააკონკრეტა რამდენი იყო ნარკომომხმარებელი. და საერთოდ, 3500 პატიმარი რატომ შეიწყალა, ამ საკითხს თვითონაც წაყრუებით ხვდება, მედიაც, მესამე სექტორიც და მოქმედი ხელისუფლებაც.
მოკლედ, უნდა გამოჩენილიყო და გამოჩნდა”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები