55-ე საჯარო სკოლისა და ილიას უნივერსიტეტის შენობებში ბომბი არ აღმოჩნდა

თბილისის 55 -ე საჯარო სკოლასა და ილიას სახელობის უნივერსიტეტში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა- ამის შესახებ „კვირას“ სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციაში განუცხადეს.
როგორც „კვირას“ ილიას უნივერსიტეტის დაცვის უფროსმა ლაშა თვარაძემ განუცხადა, სწავლის პროცესი დროებით შეწყდა, თუმცა შეტყობინება ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ცრუ განგაში აღმოჩნდა. 55 -ე საჯარო სკოლის დირექტორის მედეა სამსონიას ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარებს.
„რატომღაც ერთდროულად დაირეკა ჩვენს სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც. ვფიქრობ, ვიღაცამ იხუმრა. ჩვენ სწავლის პროცესი არც კი შეგვიწყვეტია. სამართალდამცველებმა შენობა დაათვალიერეს და ამჟამად გაკვეთილები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“, – აღნიშნა მედეა სამსონიამ.
დღეს, 11 საათზე, ერთდროულად, 55 -ე საჯარო სკოლისა და ილიას უნივერსიტეტის შენობაში უცნობმა პირმა დარეკა და ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ორივე სასწავლო დაწესებულების შენობაში საგამოძიებო მოქმედებები 331-ე მუხლის (ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებებას) შესაბამისად მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, უცნობმა პირმა ორივე სასწავლო დაწესებულებაში ისე დარეკა, რომ ზარი „112“-ზე არ დაფიქსირებულა.

10346731_751506818205147_1666517959_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები