ეკვადორში სამართალდამცველებმა 1,2 ტონა კოკაინი ამოიღეს
ეკვადორში სამართალდამცველებმა 1,2 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოახდინეს, ფაქტის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ოპერაცია სამ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. ყველაზე დიდი ოდენობით (0,7 ტონა კოკაინი) ქალაქ გუაიაკილეში აღმოაჩინეს, სადაც პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, ისინი უკანონო ტვირთთან არიან დაკავშირებულნი.