დავით ხიდაშელის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
16 ოქტომბერს, 18:00 საათზე, გალერეა „იარტი“ დავით ხიდაშელის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმოდგენილი იქნება მხატვრის უკანასკნელ წლებში შექმნილი ნამუშევრები.
დავით ხიდაშელი 1962 წელს ქუთაისში დაიბადა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი წიგნის ილუსტრაციის სპეციალობით. 1987 წელს დაიყო ქართული საეკლესიო მხატვრობის შესწავლა ბეთანიის მონასტერში და იქვე მოხატა მონასტრის სატრაპეზო. ამ დროიდან მუშაობს, როგორც ხატმწერი და მონუმენტალისტი. მოხატა 20-მდე ეკლესია, მათ შორის რუსთავში, ზუგდიდში, სუჯუნაში, თბილისში. ამჟამად მუშაობის ბათუმის სამების მოხატულობაზე. 2002 წელს ჰქონდა გამოფენა ძველ გალერეაში (ლაშა კინწურაშვილთან ერთად). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში და კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში.
გამოფენა გაგრძელდება 23 ოქტომბრის ჩათვლით.
მის: დ. უზნაძის გახსნა: N13.