თბილისში ფრანგი პროდიუსერი ვორკშოპებს ჩაატარებს

თბილისში ცნობილი ფრანგი პროდიუსერი, ევროპული ანიმაციის ჯილდოს დამფუძნებელი, ფრანგული კინოფონდის „პიქტანოვოს“ ანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელი – ოლივიე კატერინი იმყოფება.
როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, იგი ეროვნულ კინოცენტრში 5- დღიან ვორკშოპს ჩაატარებს – თუ როგორ უნდა მომზადდეს ანიმაციური ფილმის პროექტი პრეზენტაციისათვის საერთაშორისო კინობაზრობებზე წარსადგენად.
ვორკშოფის მონაწილეებს ანესის ფესტივალის ექსპერტები კონკურსის შედეგად შეარჩევენ. გამარჯვებულს ექნება საშუალება, თავისი პროექტი წარადგინოს ანესის 2019 წლის ფესტივალზე.
პროექტის “ანესი – საქართველო” ფარგლებში ოლივიე კატერინი საქართველოში უკვე მეოთხედ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები