მუმბაის აეროპორტში ბორტგამცილებელი თვითმფრინავიდან გადმოვარდა

ავიაკომპანია Air India-ს ბორტგამცილებელი მუმბაის აეროპორტში, ნიუ-დელიში გაფრენამდე, თვითმფრინავიდან გადმოვარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, აღნიშნული 53 წლის ქალბატონს, ჰარშა ლობოს, Boeing 777 კარის დაკეტვის დროს შეემთხვა. ქალი ასფალტზე დაეცა და კიდურების დაზიანებები მიიღო.
ბორტგამცილებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები